Saturday, September 27, 2008

წვიმა...




აუ დღეს როგორ ჩემი ხასიათის შესაფერისი ამინდია,სასწაუად მიყვარს წვიმა,რაღაც განცდეში ვარ,წვიმის დროს,თანაც მოწყენილი და რაღაც ჩემს ხასიათში ზის,გარეთ გასვლა და სიარული მინდა...მინდა უსასრულოდ..მარტო და რაღაც კაის მოლოდინში...
წვიმა ენერგიას მაძლევს,მავსებს და თნ ამავ დროულასდ მთრგუნავს,მასევდიანებს და მგრუზავს..მგრუზავს ისე საოცრად რომ ჩემი ცხოვრება ერთ დიდი გრუზად გადაიქცევა სადაცაა :(
მაგრამ რაღაც ამის შეგრძნება მსიამოვნებს და სიცოცხლეს მივსებს,ერთდროულად მთრგუნავს,მტანჯავს და მახალისებს და ცხოვრეის აზრს მიბრუნებს..სასწაულია რა პირდაპირ..

p.m.ამ დროს ვიცი ხოლმე და არ სეიმჩნიოთვითომც არაფერი,მხოლოდ წვიმას დააბრალეთ,მისი ბრალია ყველაფერი...

4 comments:

High Hopes said...

რა ჯობია წვიმას თან ესეთი შიშველი გოგო თუ შეგხვდება სურათზე როა.

ისე სხვისი არ ვიცი და მე მიყვარს წვიმა.
სახლში ხარ შემოდგომაა ოდნავ ცივა, გარეთ წვიმს ფანჯარას წვიმის მსხვილი წვეთები ეცემა, ვიღაცამ წიგნი ამოიღო პარკიდან და თავზე დაიდო, (ალბათ წაიკითხა ეს წიგნი უკვე) ახალგაზრდა ქალი დახრილია და ფეხსაცმლიდან წყლის ნაკადს მოყოლილ ქარვისფერ კენჭს იღებს. გაჩერებაზე ახლაგაზრდები მხიარულად საუბრობენ, ერთერთს გამვლელი მანქანა წუწავს.
..შტერო მიაძახებს ქერა გოგონა.

სამწუხაროა კარგად ვერ ვხატავ და ჩემი ფანჯარაც რაღაც დაიორთქლა ალბათ შეყვარებული ვარ.

bacaco said...

წვიმს...მასველებს....სასიამოვნოდ,რაღაცნაირად...
სახეზე საამოდ მესიამოვნა წვიმის წვეთები..
მიყვარს წვიმა...
ფიქრი წვიმაში...
სიარული წვიმაში...



p.s.შაკო შყვარებული ხარ?:0

Kate said...

ხო, წვიმასთან მეც განსაკუთრებული ახლო ურთიერთობა მაქვს.

bacaco said...

კეიტ რატომგაც მგონია,რომ ყველა რომანტიკოს ადამიანს წვიმა უყვარს :(