Tuesday, October 14, 2008

სვეტიცხოვლობა


...როგორ მიყვარს ეს დღესასწაული, რამხელა დღეა და მე სამსახურში ვპოახაობდი დღეს მთელი დღე,როგორ მინდოდა მცხეთაში მოსალოცად,ურჯულო უფროსები მყავს რა,
მინდოდა გულიანად მელოცა ყველასთვის,დღეს მეგობარმა მითხრა სიყვარულის დღეც ყოფილა,მცხეთა ხომ სიყვარულის ქალაქია და თვით ღმერთიც სიყვარულია და მისი კვართიც ხომ მცეთაშია დაბრძანებული სვეტიცხოვლის ქვეშ,რამხელა მადლს ატარებს ეს წმინდა ქალაქია..
და მე ვპახაობდი მთელი დღე,მხოლოდ დილით მოვასწარი ტაძარში წასვლა,სტუმარივით შევვარდი და მალევე გამოვვარდი
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს,გფარავდეთ და გაგაძლიეროთ მისმა მადლმა

2 comments:

High Hopes said...

გილოცავ მრავალს დაესწარი.

bacaco said...

gaixare madlob shenc aseve :)